დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე, ვიცე-პრემიერის რანგში კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სისტემას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
„დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს. ბატონი გეკა გელაძესაც გადავუხდით მადლობას. შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროში უზრუნველყო თავის გუნდთან ერთად. მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე, ვიცე-პრემიერის რანგში კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სისტემას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და სამშობლოსთვის“, -აღნიშნა გორდულაძემ.
