იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილება შეაფასა.
„ისინი ვერ ერევიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს, პოლიტიკურ ეგოს. როგორც ჩანს, ძალიან ბევრს აქვს იქ პრეტენზია იმაზე, რომ თავად იყოს უპირობო ლიდერი და ამ ფონზე სააშკარაოზე გამოდის, რომ მათი – ამ რადიკალური დაჯგუფებების პოლიტიკური დასასრული ძალიან მოახლოებულია“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ განხეთქილებაა – ამჯერად საქმე გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა-არყოფნას ეხება. ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა.
კომენტარები
