მადრიდში, მუსიკალური ფესტივალ Mad Cool-ზე 28 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად, აკრობატი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა El Pais ავრცელებს.
ინციდენტი 7 ივლისს, ადგილობრივი დროით 22:45 საათზე მოხდა. აკრობატი ბრიტანულ ჯგუფის Alt-J-სა და ამერიკული Green Day-ს კონცერტის ინტერვალის დროს უნდა გამოსულიყო.
დაცემიდან პირველი წუთის შემდეგ, მაყურებლებს ეგონათ, რომ ეს 42 წლის აკრობატის შოუ-პროგრამის ნაწილი იყო. დაცემის შემდეგ, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა. მომხდარის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებმა ჯგუფის Green Day-ის კონცერტი გამართეს.
კომენტარები