ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მისამართით.
„როგორ შეიძლება რომ 2014 წელს უკრაინის დედაქალაქში და 2024 წელს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში აქციაში მონაწილე პირებს ერთდროულად გაუჩნდეთ სურვილი თავიანთი ჯვრისწერიდან მივიდნენ და აზრი დააფიქსირონ, იპოვონ ფორტეპიანო და დაუკრან, ტუჩსაცხი შეისწოროს გოგონამ პოლიციელის ფარში. ეს ხომ პირდაპირ დაწერილი გაიდლაინია?! ეს ხომ სხვაგანაც გვინახავს?! იმ ქვეყნებში გვინახავს, სადაც ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები მოხდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობით. ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ძალაუფლება რომ ჰქონდეთ, არც გაზის კამერებს არ დაგვაკლებდნენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.
