კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი წარსულით, „გესტაპოს“ მეთოდებით მართვით, ამომრჩევლის რაოდენობას ამცირებს.
„ზოგიერთი ფიქრობს, უმჯობესია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ მხარი იმას უნდა დაუჭირონ, ვინც მტერს შარვალჩახდილი ემუქრება. ორთოდოქსი „ნაცებიც“ არიან, რომლებიც სააკაშვილს აღმოსავლეთის ვაშინგტონად მიიჩნევენ, როგორც საკუთარ თავს უწოდებს. ამ სარკაზმის მიუხედავად უნდა გვახსოვდეს, რომ ამოცანა არ იცვლება და მითითებაც ერთია, რომ ერთად იყვნენ და საზოგადოებას დაანახონ, აქ დემოკრატია და პლურალიზმი არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
