აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან პირველი შეხვედრის დროს მახეში გაება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რუსებმა დაამარცხეს აშშ-ის პრეზიდენტი. ეს მოსალოდნელიც იყო და ტრამპმა ეს დაუშვა”, – განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა.
ფსაკის თქმით, თეთრი სახლის ლიდერი ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენისთვის სათანადოდ არ მოემზადა.
მისი განმარტებით, ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებზე კონკრეტული გეგმის გარეშე გაემგზავრა.
კომენტარები