კენიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. კენიის პოლიციის განცხადებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კენიის თარაკა ნითის, ელგეიო-მარაკვესა და კიამბუს ოლქებში უხვმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია.
„ეროვნულმა პოლიციის სამსახურმა დაადასტურა 18 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, რაც ხაზს უსვამს მიმდინარე ამინდის პირობებით გამოწვეულ სერიოზულ საფრთხეს“, – განაცხადა პოლიციამ.
მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები, რის გამოც ასობით ადამიანი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო.
კომენტარები
