საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში, კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ, – აცხადებს ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ლესლი ბეარმან ლამი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
კითხვაზე როგორია ADB-ის შეფასება საქართველოს ფისკალური ჩარჩოსა და საჯარო ვალის მდგრადობის შესახებ, ლესლი ბეარმან ლამი აღნიშნავს, რომ ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო გაურკვევლობების მაღალი დონის გათვალისწინებით.
„საქართველოს ფისკალური ჩარჩო წიდახედული და სანდოა, ხოლო ბოლო პერიოდის განვითარება ასახავს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას. 2025 წელს ფისკალური დეფიციტი შემცირდა და მშპ-ის1.2% შეადგინა, რაც ძლიერი შემოსავლების მობილიზებითა და ხარჯების უფრო ზომიერი ზრდით იყო განპირობებული. ამავდროულად, საჯარო ვალი შემცირდა და ჩამოსცდა მშპ-ის 35%-ს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ფართოდ გამოყენებულ წინდახედულობის კრიტერიუმთან შედარებით.
საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში, კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ.
ამასთანავე, ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო გაურკვევლობების მაღალი დონის გათვალისწინებით. ფისკალური რისკების მჭიდრო მონიტორინგი — განსაკუთრებით დაკავშირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან, საჯარო-კერძო პარტნიორობებთან და საჯარო ვალში სავალუტო კურსის რისკებთან — აუცილებელი იქნება ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად და საჯარო ფინანსებზე შესაძლო ზეწოლის შესაზღუდად“, – აცხადებს ლესლი ბეარმან ლამი.
კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს ეროვნულიბანკის მონეტარულ და რეგულაციურ პოლიტიკას არსებულ გარემოში, ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი ამბობს, რომ სავალუტო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა საგარეო შოკებისადმი ეკონომიკის დამცავი ბუფერები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული დარეგულაციური პოლიტიკა არსებულ გარემოში მყარად და თანმიმდევრულად ფასდება. ნეგატიური რისკები კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით საქართველოს გლობალური და რეგიონული შოკებისადმი მგრძნობელობის, გარე ფასების მდგრადი ზეწოლისა და დოლარიზაციის მაღალი დონის გამო. ინფლაციის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მათ შორის გლობალური ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული ზეწოლის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შედარებით მკაცრ დონეზე — 8%-ზე — შენარჩუნებულია. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა მკაფიოდ დააფიქსირა მზადყოფნა პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციური ზეწოლა გაძლიერდება ანინფლაციის მოლოდინები ნაკლებად დამაჯერებელი გახდება.
ამავე დროს, სავალუტო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა საგარეო შოკებისადმი ეკონომიკის დამცავი ბუფერები. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს — დაახლოებით 6.65 მილიარდ დოლარს — მიაღწია, რაც აღემატება ფართოდ გამოყენებულ ადეკვატურობის კრიტერიუმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციისა და გარე შოკებისადმი მგრძნობელობის ფონზე.
ფინანსური სექტორის კუთხით, საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა დედოლარიზაციისა და მაკროპრუდენციულმა ეფექტიანმა ზომებმა ხელი შეუწყო ვალუტასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებისა და გადაჭარბებული დავალიანების შემცირებას.
ამავდროულად, სისტემის გამყარებას დაეხმარა დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება და სარეზოლუციო ფონდის შექმნა, რაც ზრდის საბანკო სექტორის სტაბილურობასა და კრიზისების მართვის შესაძლებლობებს. ძლიერი კაპიტალის ადეკვატურობა, მაღალი მომგებიანობადა პრობლემური სესხების დაბალი დონე ასახავს ფინანსური სექტორის მყარ ფუნდამენტებს“, – ამბობს ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი.
