ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის დაწყებამდე.
მისი თქმით, ევროპამ უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები.
„ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს. იმას თუ როგორ უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სუვერენული აქტივები და განვაახლოთ ენერგიის წყაროები და ატომური ენერგეტიკა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი თავის დაცვა შევძლოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო წარმოება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან.
