ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაის განცხადების კომენტირებისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ.
„ასეთი განცხადებები არის სამწუხარო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა. ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, მათ შორის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედიასაშუალებები და ა.შ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება. ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ. ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები. დანარჩენი არის სამწუხარო. ასეთი განცხადებები არის სამწუხარო, არ არის სამართლიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჩანაცვლდება სამართლიანი განცხადებებით“, – განაცხადა პრემიერმა.
