ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვისაქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება გარდამავალ, მწვანე პერიოდში“.
სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვისაქართველოს სტრატეგიულ როლს – ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას”, – წერს პრემიერ-მინისტრი.
At the 8th European Political Community Summit in 🇦🇲, joined a roundtable on “Connectivity & Economic Security in the Green Transition.”
I emphasized Georgia’s strategic role as a reliable bridge between Europe and Asia and highlighted the importance of connectivity for economic… pic.twitter.com/SwHNxSAnG5— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 4, 2026
