თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა კონფლიქტის მასშტაბები დააკნინა და აღნიშნა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.
„მე ამას მინი-ომს ვუწოდებ – მათ ხომ გემები აღარ დარჩათ“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა შეთანხმებაზე უარის თქმით „უკეთესი ხარისხის“ ხომალდები დაკარგა.
პრეზიდენტის თქმით, მას ერჩივნა ეს გემები ხელუხლებელი დარჩენილიყო, თუკი თეირანი შეთანხმებას დათანხმდებოდა.
„მე ვკითხე მათ: რატომ არ მიიღეთ [შეთავაზება]? რატომ გაუშვით გემები ზღვის ფსკერზე? მე მათი შენარჩუნება მსურდა“, – დასძინა მან.
კომენტარები
