გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ჯოჯოხეთური კვირა ელოდება.
გამოცემის ცნობით, ხუთშაბათს ინგლისში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისა და შოტლანდიისა და უელსის ეროვნული არჩევნების შედეგები, შესაძლოა, ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდეს.
POLITICO-ს შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პარტია, სავარაუდოდ, მანდატებს დაკარგავს. იმავდროულად, დაბალია თავად კირ სტარმერის პოლიტიკური რეიტინგიც.
გამოცემის ცნობით, ამ ვითარებისა და პიტერ მანდელსონის სკანდალის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დაკარგვის რისკი მატულობს.
კომენტარები
