ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი აცხადებს, რომ სამხედრო ძალები „მზად არიან ძალისმიერი პასუხისთვის“, თუ ყურეში ესკალაციის ფონზე ირანი ისრაელს ამოიღებს მიზანში.
„ჩვენი ძალები განლაგებულია ყველა სექტორში; ისინი იბრძვიან და იმყოფებიან მყისიერ მზადყოფნაში ნებისმიერი სცენარისთვის – როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე“, – განაცხადა ზამირმა.
„ისრაელის თავდაცვითი ძალები, თავისი ყველა სისტემით, ინარჩუნებს მაღალ საბრძოლო მზადყოფნას“, – დასძინა მან.
ზამირის თქმით, სამხედრო ძალები „ყურადღებით აკვირდებიან სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებს“ და „მზად არიან ძალისმიერი პასუხი გასცენ ისრაელის წინააღმდეგ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას“.
კომენტარები
