„ხალხის ძალის“ წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში თავიანთ ფრაქციის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
შეხვედრების მიზანი, ფრაქციის წევრების მხრიდან მიმდინარე საკითხების განხილვა, ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების გაზიარებაა. მორიგი შეხვედრა ზესტაფონის საკრებულოში გაიმართა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები გაეცნენ ადგილზე არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა ახალგაზრდების პრობლემების, დემოგრაფიული მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და ა.შ. სეფაშვილის თქმით, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
კომენტარები
