სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან მოყოლებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
წამყვანმა ჰკითხა, შეძლებს თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთობის დემონსტრირებას.
„ეს არის გამორიცხული. პირდაპირ აღიარეს სააკაშვილმაც და გვარამიამაც, რომ გარე დავალებით მოხდა [ოპოზიციის] გაერთიანება. ეს ორ რამეს ემსახურებოდა – ერთი მხრივ იმას, რომ გარე ძალები ცდილობენ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაარწმუნონ, რომ „ლელო“ და გახარია არიან ცალკე პარტიები, რასაც ისინი აკეთებდნენ წინა არჩევნებში. ასევე სურდათ, რომ ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულიყო, თუმცა აქ არიან აქტორები, ვისაც ერთმანეთი ეზიზღება, ვერ იტანენ ერთმანეთს. სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოსა“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან მოყოლებული. არაფრის რესურსი არ გააჩნიათ. მავნებლობის და საბოტაჟირების მეტი არაფერი გაუკეთებიათ და ეს ყველაფერი ხომ ჩანს?! შესაბამისად, არაფრის რესურსი აქვთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
