პოლონეთი და გერმანია კიევიდან დიპლომატიური მისიების ევაკუაციას არ აპირებენ. ამის თაობაზე უკრაინაში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს.
მანამდე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომლის თქმითაც, მოსკოვის მუქარის მიუხედავად, კიევიდან ევროკავშირის დიპლომატების გაყვანა არ იგეგმება.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში მყოფ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, 9 მაისს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ უკრაინის მხრიდან პროვოკაციის შემთხვევაში, კიევზე შესაძლოა საპასუხო დარტყმა განხორციელდეს.
კომენტარები
