დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა აწყობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჰილარი კლინტონს არჩევნებზე რომ გაემარჯვა, ჩვენი შეიარაღებული ძალები გაკოტრებული იქნებოდა. აი რა არ მოსწონს პუტინს ჩემში. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მე ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის ვიბრძვი, ხოლო მას კი ეს არ სურს
ჰილარი კლინტონი არ დახარჯავდა ფულს შეიარაღებულ ძალებზე. ბევრი რამეა ისეთი, რასაც მე ვაკეთებ და რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც პუტინს სურს“, – განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები