დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.
პეტრე-პავლობის მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის.
პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
კომენტარები
