ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო აკადემიის კადეტებს და პროფესორს უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური და იუნკერები შეხვდნენ. მათ აკადემიის ინფრასტრუქტურა, საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და ორგანიზაციული სტრუქტურა გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კადეტები აკადემიის იუნკერებთან ერთად ჩართულნი იყვნენ აკადემიაში მიმდინარე ყოველდღიურ აქტივობებში, ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებაში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამხედრო აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო გარემოსა და საქმიანობის გაცნობა.
კომენტარები
