ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.
სააგენტო Fars News-ის ცნობით, თეირანი აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ძალებს მასკის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს. განხილვის პროცესში მყოფ პოტენციურ სამიზნეთა შორის არის კატარში, იორდანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში განთავსებული Starlink-ის მიწისზედა სადგურები, ასევე კომპანია SpaceX-ის აქციონერები.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, დაარტყას ყველა იმ ობიექტს, რომელიც დაკავშირებულია მასკის მიერ მართულ ჰოლდინგებთან როგორც რეგიონში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა სამხედრო წყარომ Fars-თან საუბარში.
კომენტარები
