ჩვენი ყოველი დღე მისი საფიქრალი გახდა თითქმის, 2 წელია და მე პირადად სიამოვნებით გავხდები მისი გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, – წერს ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე ნანა ჟორჟოლიანის შესახებ.
მარიზი კობახიძის თქმით, თავადაც იქ იდგება, სადაც ნანუკა იქნება, რადგან ნანუკა დგას იქ, სადაც მას სჭირდება.
“საოცარი ინტერვიუ იყო. სხვას არც ველოდი,რადგან უკვე ვიცნობ Nanuka Zhorzholiani-ს. მე მომისმენია როგორ თხოვდნენ მას პროტესტის მონაწილეები პროტესტის თავში დგომას. ნანუკა არ არის ის ადამიანი უცბად გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს, მაგრამ ვიცი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ზუსტად ვიცოდი რას იტყოდა თინაზე და ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი და მივხვდი რომ მართლაც კარგად გამიცვნია. ერთადერთი რაზედაც ბევრი არ უფიქრია ეს ,,ღიმილის ბიჭების,, როგორც თვითონ დაარქვა ამ ბიჭების მათი გვერდში დგომა იყო და ერთი წუთით არ მივუტოვებივართ. ჩვენ….პატიმრის ოჯახები ნანუკას გუნდის წევრები კი არა, ნანუკას მეგობრები ვართ და ის ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარია, ჩვენი ყოველი დღე მისი საფიქრალი გახდა თითქმის 2 წელია და მე პირადად სიამოვნებით გავხდები მისი გუნდის წევრი თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, გუნდის წევრობა პარტიაში ყოფნას არ გულისხმობს, გუნდის წევრობა ნდობა და ერთგულებაა, რაც უკვე ნანუკამ ჩვენ დაგვიმტკიცა, თუმცა არც მანამდე მეპარებოდა ეჭვი მის ერთგულებაში. მე პირადად ვიდგები იქ სადაც ნანუკა იქნება, რადგან ნანუკა დგას იქ სადაც მე მჭირდება. წარმატებებს ვუსურვებ ჩემ მეგობარს და მჯერა მისი სწორი არჩევანის. მიყვარხარ და ვამაყობ,რომ შენ მეგობრად მთვლი.”- წერს მარიზი კობახიძე.
