გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ამერიკა ევროპაში ნატოს ოპერაციებისთვის გამოყოფილი სამხედრო ძალების შემცირებას გეგმავს.
ცვლილება სამხედრო ავიაციასა და საზღვაო ძალებს ეხება. გეგმის მიხედვით, ევროპაში ამერიკული გამანადგურებლების რაოდენობა 150-დან 100-მდე შემცირდება, ამერიკა ევროპიდან ასევე გაიყვანს საწვავის შემავსებელ ყველა თვითმფრინავს.
The New York Times-ი წერს, რომ ცვლილებები ნატოს შესაძლებლობებს შეზღუდავს.
კომენტარები
