„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, დადებითი მოვლენაა ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა.
„ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა, დადებითი მოვლენაა, რადგან ევროკავშირმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ დიალოგის ფორმატში ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა, იმიტომ, რომ არ სურდა იმ სიმართლის მოსმენა, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა მზად მათ მიერ გამოცხადებული არასამართლიანი პრეტენზიების საპასუხოდ.
საბოლოო ჯამში რა და როგორ გადაწყდება არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ მხარეს დიდად არ მოეწონებოდა ჩვენი არგუმენტები და ჩვენს მიერ დასახელებული ის მიზეზები, თუ რატომ და როგორ ხდება საქართველოშ იმ კანონების აღსრულება, რომლსაც გვედავებიან.
ის ტექნიკური ანგარიში, რაც ევროკავშირმა გამოაქვეყნა იქ არაფერი ისეთი არ იყო, რაც აქამდე არ ყოფილა, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ არ წარუდგენია მსგავსი ტიპის მოთხოვნები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
