აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა.
ანანიძე წერს, რომ პოლიტიკური პარტიის არსი სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა.
„პოლიტიკური პარტიის არსი ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა. შესაბამისად, ვიქტორ ყიფიანის ეს შეფასება, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა“, – წერს ანანიძე.
კომენტარები
