ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში, სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ინციდენტის დროს პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 5 სტუდენტი და 5 ინსტრუქტორი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელიც პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა, კატასტროფა ნანსი-ესეს აეროდრომიდან აფრენის დროს განიცადა.
კომენტარები
