რეგიონებში ჩატარებულმა ათმა კონფერენციამ ნათლად დაგვანახა, რომ ახალგაზრდებს აქვთ აქტიური სურვილი საიმისოდ, რომ უფრო მეტად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, – განაცხადა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა ახალგაზრდულ კონფერენციებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს აწუხებთ ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა და მიგრაცია რეგიონებიდან.
“გაჟღერებული გამოწვევებიდან გამოვყოფდით ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობას და ასევე ახალგაზრდების მიგრაციას რეგიონებიდან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ რაც შეიძლება, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ახალგაზრდებს რეგიონებში, რათა მათი ენერგია და რესურსი ისევ მათი მუნიციპალიტეტების განვითარებას მოახმარონ”, – განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
