მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში, გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელი ბლოგერი-ჟურნალისტი წერს.
გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბლოგერებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი ბლოგერი წერს, ლუცენკომ განაცხადა, რომ „იძულებული იქნება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოახდინოს მისი უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში“.
ლუცენკომ ამავდროულად განმარტა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს მხრიდან ახალ მოთხოვნას ექნება ადგილი.
კომენტარები