“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირადი გვერდიდან ტელეკომპანია “იმედს” და იქ გადასულ ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს. კონკრეტულად კი პროდიუსერ გიორგი ხაბურძანიას, რომელიც “რუსთავი 2”-ის მეგა-შოუებს წლების განმავლობაში აკეთებდა და ახლა პროექტებს “იმედზე” იწყებს:
“ტელეკომპანია “იმედი”, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ?
ნამუსიც კარგი საქონელია გიორგი ხაბურზანია. წახვედით, წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცები – გავიგეთ, გმადლობთ ყველაფრისთვის და კარგად იყავით. რომ შეგვეშვათ, არ გინდათ?”, – წერს გვარამია.
“რუსთავი 2”-ის რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია “იმედში” თითქმის ერთი თვის წინ გადავიდნენ. მათ თან წაიყვანეს რამდენი ადამიანი, ვისთან ერთადაც “რუსთავი 2”-ში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ამასთან, ყველასთვის ცნობილი ხდება, რომ შოუ “ნიჭიერი” ახალი სეზონიდან “იმედის” ეთერში გავა, პროექტი რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში “რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა.