ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარია.
ზემო ბოშურში დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე იწვის მწვანე ნარგავები.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ხანძრის ადგილი არის კლდოვანი და სახანძრო სამუშაოების ჩასატარებლად მიუდგომელი, თუმცა მეხანძრე მაშველები ადგილზე უკვე მუშაობენ.
კომენტარები