ატენის ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა. “მოამბის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გავლებულია ხნული და საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გაჩენის საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა.
ატენის ხეობაში ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია. თუმცა ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ დარჩენილია.
ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია და დაახლოებით ჰექტარნახევარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
რთული რელიეფის გამო, მეხანძრეების ნაწილს უჭირს კონკრეტულ ცეცხლის კერებზე მისვლა, ამიტომ ამ ადგილებში მოსახლეობა საკუთარი ძალებით მუშაობს.
http://1tv.ge/ge
კომენტარები