გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული წვიშბაია მ.ხ. დააკავეს.
ის უკვე გადაყვანილია გალის მილიციის იზოლატორში.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, წვიშბაია 2015 წელსაც იყო დაკავებული იმავე ბრალდებით.
მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
კომენტარები