სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისი თქმით, მობილიზებულია ტექნიკა, როგორც მულახში, ისე მესტია-ჭალაზე, ჭოლაშის თემთან.
მდინარე მუხლურას ადიდების შედეგად, მთავარი გზა დაზიანდა, რის აღდგენასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მესტიის გამგებლის ინფორმაციით, ამ დრომდე მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მისი თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. თუმცა წყალმომარაგება ნახევარ მესტიას შეწყვეტილი აქვს. ჩართულია ყველა კომპანია, რომ ეს მომარაგება აღდგეს. ჭოლაშის თემს, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, ალტერნატიული გზა გუშინ დღის ბოლომდე გავუხსენით და ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო, მაგრამ ამას სჭირდება დიდი დრო, პროექტები და სამუშაოები“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება
2017/09/02 13:55:37

ნანახია: 1096 ჯერ