კახეთის რეგიონში ხანძრის კერებში აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც. ცეცხლს ორი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, ცეცხლის ახალი კერები არ არის.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში ხანძრის რამდენიმე ზონაა. ცეცხლი კახეთში გუშინ გაჩნდა.
კომენტარები