ნაციონალური მოძრაობამ” ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
”ჯერ ერთი რაიონის მოვლა იყო ძნელი მაჟორიტარისთვის, ახლა როცა ორ-ორი რაღაც გაურკვეველი პრინციპების მიხედვით შეკრეს ერთად, ისე გააერთიანეს, რომ თუ ადამიანი ძალიან მონდომებილი და პატიოსანი არ არის, გამორიცხულია ხალხს მიხედოს. ამიტომაც დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ენერგიული, კომპენტენტური, პატიოსანი და მონდომებული ხალხი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კომენტარები