ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ამ პროცესს „ბრძნული და კარგი კომპრომისი“ უწოდა.
ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა კომისიას საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელით მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისათვის.
კომენტარები