მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ საქართველო მაინცდამაინც ივნისში მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას.
გადაცემა “ქრონიკის სტუდიაში” მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ეს იყო დანაპირები თვითონ ევროკავშირის მხრიდან.
“ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დროული და დღესაც ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე იქნეს მიღებული. მაგრამ დასახელება ვადების, რომ ეს მაინცდამაინც ივნისში იქნება, სექტემბერში თუ ა.შ. არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან არ გვინდა რაიმე იმედგაცრუება გამოვიწვიოთ საზოგადოებაში თარიღებთან დაკავშირებით”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, დაკავშირებული არის ევროკავშირში მიმდინარე პროცესების განხილვასთან, რომელიც უკავშირდება მიგრაციულ კრიზისს.
კომენტარები