ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ პანაშვიდი აღევლინება, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა.
„ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, – აღნიშნა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს.
კომენტარები