საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 13 ივნისის სტიქიის შედეგებს იხსენებს:
„ერთი წელი ჩემი ძვირფასი ქალაქისათვის უმძიმესი დღიდან…
ტკივილი ისევ ცოცხალია, ჭრილობები ღია, თბილისელი ახალგაზრდობის ერთსულოვნებით გამოწვეული აღფრთოვანება ისთივე მძაფრი, როგორც იმ ღამეს ერთი წლის წინ.
ამ მძიმე წუთებში ყველანი დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვართ.
თუმცა ტრაგედიამ არ უნდა დაგვავიწყოს მადლიერება.
დღეს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამხედროს, ვინც თავდაუზოგავად იშრომა კვირეების განმავლობაში დედაქალაქის დასაბრუნებლად!“- წერს ხიდაშელი.
კომენტარები