თელავში ართანის ტყეში ხმელ ბალახს ცეცხლი უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აალება ალპურ ზონაში დაიწყო და ტყის მასივზე არ გავრცელებულა.
დღეს დილიდან ვერტმფრენის მეშვეობით სადაზვერვო სამუშაო ჩატარდა, რის შემდეგაც ადგილზე 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი გავიდა.
მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო ოპერაციას ასრულებენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.
კომენტარები