თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სროლა იყო. შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა. მამაკაცმა ადგილზე მისულ სამართალდამცველსაც ესროლა, საპასუხო სროლისას კი თავად დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი.
ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ბრიგადებია მობილიზებული.
კომენტარები