ხორავას ქუჩაზე მომხდარის შედეგად 16 წლის მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. შესაბამის თემაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
“16 წლის ბიჭი, კლინიკაში შემოიყვანეს სადისტური დაზიანებებით, გულ-მკერდის, მუცლის არეში. აღშფოთებული ვარ! ნოლი წნევით. შევიყვანეთ საოპერაციოში. იყო გულის გაჩერების მომენტი. მიმდინარეობს ბრძოლა ბავშვის გადასარჩენად. ჩართულია სრულიად სამედიცინო ჯგუფი და ვიბრძვით მის გადასარჩენად! იმედია გავიმარჯვებთ და მისი სიცოცხლე გადარჩება”, – განაცხადა ექიმმა ავთანდილ იმედაძემ.
კომენტარები