ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ დაჭრილი მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. როგორც სოფრომაძემ მედიასთან განაცხადა, მიმდინარეობს ბრძოლა დაჭრილის სიცოცხლის გადასარჩენად.
“დაჭრილი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს. მიყენებული აქვს რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა. ერთი სასწაული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა უკვე მოახდინეს და სისხლდენის შეჩერება მოახერხეს. მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული რჩება, თუმცა, ექიმები იმედს არ კარგავენ და ბრძოლა მიმდინარეობს დაჭრილის გადასარჩენად. რომ არა პატრულის და სასწრაფოს ოპერატიულობა, ჩვენ დავკარგავდით მეორე მოზარდს”, – განაცხადა სოფრომაძემ.
კომენტარები