სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
პროტესტის მიზეზი ბრიტანულ როკ-ჯგუფ Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე თავდასხმა გახდა. 17 ივნისს, მუსიკალურ მაღაზიში, სადაც Radiohead-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს.
თავდამსხმელთა თქმით, მაღაზიაში შეკრებილი ახალგაზრდები ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმედნენ, რაც დაუშვებელია. თურქი გულშემატკივრების მხარდასაჭერად Radiohead-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და თავდასხმა დაგმო.
კომენტარები