შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას ითალისწინებს, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “112”-დან 14:44 საათზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
2017/12/10 17:06:43

ნანახია: 1491 ჯერ