სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია.
„მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ციხიდან 2011 წლის მაისში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, – აცხადებენ უწყებაში.
კომენტარები