ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარები