ასპინძაში, სოფელ ორგორის მკვიდრი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მარცხენა ბარძაყის არეში, არტერიასთან ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. სავარაუდოდ, მამაკაცი სისხლდენით დაიღუპა.
ინციდენტი, მწყემსებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე, ნიალის მთაში მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
კომენტარები