გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სოფელ სკრაში სამუშაოები დღეისთვის უკვე დაასრულეს. ამის მიზეზად, სააგენტოს წარმომადგენელი ომარ გოგრიჭიანი ღამეს ასახელებს და აცხადებს, რომ ხვალ იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარება იქნება და წყლის რა ტემპერატურა დაფიქსირდება. გოგრიჭიანის თქმით, “ფაქტია, რომ ჭაში წყლის ტემპერატურა მატულობს“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ამ უბანში ყველგან შეამოწმეს ჭებში სასმელი წყლის ტემპერატურა და კიდევ ერთგან, კერძოდ, ვალერი მახარაშვილის კუთვნილ ჭაში მოიმატა წყლის ტემპერატურამ. ამჟამად +11 გრადუსია, კახა მახარაშვილთან კი, სადაც დღეს ჭა სრულად დავცალეთ, წყლის დონის მატებასთან ერთად, ტემპერატურაც მატულობს, აქ +22 გრადუსია“, – აცხადებენ მეზობლები.
კომენტარები