თელავში ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცხედარი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები
